თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატის, თსუ ასოცირებული პროფესორის მერაბ ხოხობაიას შეხვედრა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალთან გაიმართა 2026 წლის 6 აპრილს, თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში.
შეხვედრის ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალს გააცნო „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია 2026-2030“.








